GE
პროექტების მენეჯმენტის მოკლე სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 300 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას პროექტების მენეჯმენტის მოკლე სასერტიფიკატო კურსზე.
 
ტრენინგის მიზანი:
განხილული იქნება პროექტის მენეჯმენტის მართვის სრული ციკლი, როგორც ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლის, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით.
 
ტრენინგი ითვალისწინებს პროექტების მენეჯერისათვის საჭირო უნარების განვითარებას და MS Project საფუძვლების ინდივიდუალურ სწავლებას, კომპიუტერულ ლაბორატორიაში. ტრენინგი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის PMbok 5th მიხედვით.
 
მსმენელები:
პროექტის მენეჯმენტის ტრენინგი განკუთვნილია როგორც მოქმედი პროექტების მენეჯერებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • შესავალი პროექტის მენეჯმენტში: ძირითადი ტერმინოლოგია, სასიციცხლო ციკლი და ფაზები, პროცესები, პროექტის შეზღუდვები;
  • პროექტის ინიცირება: პროექტის სწორი დასაწყისი, Project Charter, PRD;
  • პროექტის დაგეგმვა:
  • Scope Statement და სამუშაოთა დანაწილების სტრუქტურა (WBS) შედგენა;
  • დროის განრიგი (Gantt Chart);
  • ქსელური დიაგრამის შედგენა და კრიტიკული გზის განსაზღვრა;
  • ბიუჯეტის (ხარჯების)  დაგეგმვა და მართვა;
  • რისკების დაგეგმვა და მართვა;
  • ხარისხის დაგეგმვა და მართვა;
  • დაინტერესებულ მხარეთა დაგეგმვა და მართვა (Stakeholder register),
  • კომუნიკაციის დაგეგმვა;
  • ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის იმპლემენტაცია, მონიტორინგი და კონტროლი (Earned Value Management მეთოდით);ცვლილებების მართვა. პროექტის დახურვა;
  • პროექტის ლიდერობა და მოლაპარაკებების მართვა;
  • MS Project ინდივიდუალური სწავლება კომპიუტერულ ლაბორატორიაში: ინტერფეისი და ძირითადი ფუნქციები, WBS შედგენა, დროის გრაფიკის (Gantt Chart) შედგენა, ხარჯების და რესურსების განაწილება, რეპორტის შედგენა.
ტრენერი: ნინო გორგაძე
 
პროექტების მენეჯერი 12 წლიანი გამოცდილებით (დიდი, კომპლექსური, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მენეჯმენტი საგანმანათლებლო, MISE ტურიზმის, IT, კვების ინდუსტრიებში, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორებში); მმართველობით პოზიციაზე მუშაობის 4 წლიანი გამოცდილებით. გააჩნია ტრენერის 4 წლიანი გამოცდილება, კონსალტინგის 6-წლიანი გამოცდილება. კითხულობს პროექტის მენეჯმენტის ლექციებს (ინგლისურ და ქართულ ენებზე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბოლო წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში, საკონსულტაციო კომპანიებსა და უნივერსიტეტებში. ამჟამად მუშაობს პალიტრა მედია ჰოლდინგში როგორც საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი. გააჩნია მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლიდან (Master’s Certificate in Project Management from George Washington University Business School), ასევე  MBA და BBA ხარისხი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი, 9 შეხვედრა, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი)
სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00
ტრენინგის საფასური: 300 ლარი
  • სტუდენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • ერთი კომპანიიდან 2 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • მოქმედებს საბანკო განვადება.
კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები