GE
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო საქმე
ღირებულება: 180 ლარი
სასწავლო პროგრამის აღწერა

საგანმანთლებლო პროგრამის დანიშნულებაა ფართო მსმენელს გააცნოს საბანკო საქმე, ძირითადი ფაქტორები და რეგულირების გზები, მისცეს მათ საბანკო სფეროში პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობები.

ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში “საბანკო საქმე” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის დისციპლინაა. საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში წარმატებული ეკონომიკური საქმიანობა დიდადაა დამოკიდებული მოცემული სფეროს სათანადო განათლების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფაზე. განვითარებული ფულად-საკრედიტო ზოგადად კი, საბანკო სისტემის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა.

სასწავლო კურსი მსმენელს მისცემს ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო საბანკო ბიზნესის ეფექტიანი მართვისათვის და რა პრობლემები წარმოიშობა საბანკო სფეროში. ტრეინინგ კურსი მსმენელს დაეხმარება საბანკო საქმის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

სასწავლო პროგრამის ამოცანები:
  1. საბანკო საქმისათვის დამახასიათებელი თავისებურებების და კანონზომიერებების გაცნობა-გაანალიზება
  2. საბანკო სფეროში გამოყენებული დეფინიციების და მიმდინარე ტენდენციების შესწავლა
  3. საბანკო სფეროში პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობების ჩამოყალიბება.
სასწავლო პროგრამის შინაარსი:
  • შესავალი სასწავლო კურსში;
  • საკრედიტო ურთიერთობები/საბანკო საქმიანობის საფუძველი;
  • საქართველოს საბანკო სისტემა; ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები;
  • კომერციული ბანკების რესურსები;
  • კომერციული ბანკის აქტივები;
  • საბანკო ლიკვიდობა;
  • ბანკის საკრედიტო ოპერაციები და მათი ორგანიზება;
  • კომერციული ბანკების საშუამავლო ოპერაციები;
  • საბანკო მომსახურების თანამედროვე ხერხები;
  • აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საბანკო სისტემები;
  • ბანკის კლიენტების ბაზა. საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება;
  • ბანკის საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტი.
სრული კურსის ბოლოს, ტესტირების შედეგად, გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ტრენინგ-ცენტრი “ELCml”-ის მიერ; სერთიფიკატი სტაჟირების შესახებ; რეკომენდაცია მოთხოვნისამებრ.

ტრენერი: მზევინარ ნოზაძე, სტუ-ს და თსუ-ს “საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმე” მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
სწავლების ხანგრძლივობა: 12 ლექცია, 18 საათი.

სრული კურსის ღირებულება: 180 ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო მასალების და სერთიფიკატის ხარჯები).

სტაჟირება უფასოა!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!

ტრეინინგ-ცენტრი ELCml გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები