GE
ეკონომიკა ბიზნესისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამის ახალ  ეტაპს.
პროგრამის კურსები დაიწყება 2 აპრილს.

კურსი „ეკონომიკა ბიზნესისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის“ გაგაცნობთ ზოგად ეკონომიკას და თუ როგორ მუშაობს ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ  კურსის დეტალურ აღწერილობას. დარეგისტრირებისათვის მიყევით ბმულს http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0 ან გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: executives@iset.ge

სპეციალური შემოთავაზება: დარეგისტრირდითერთდროულად ორ კურსზე და მიიღეთ 10 პროცენტიანი ფასდაკლება. თუ დარეგისტრირდებით სამ ან მეტ კურსზე ერთდროულად მიიღებთ 20 პროცენტიან ფასდაკლებას. http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0

შენიშვნა: თუ გაივლით კურსს ეკონომიკა ბიზნესისათვის და გადაწყვეტილების მიწებისათვის და 2012 წელს ჩაირიცხებით ეკონომიკის საერთსაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე, თანხა დაგიბრუნდებათ.
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 მარტი, დღის 12 საათი.

დამატებითი კითხვების/შენიშვნების/წინადადებების შემთხვევაში
დაუკავშირდეით ეკატერინე გეჯაძეს ელ. ფოსტის საშუალებით: executives@iset.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (32) 250 71 77 ext. 215

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შესახებ
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 98 კურსდამთავრებულიდან 97% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს და პენსილვანიის უნივერსიტეტები.

ეკონომიკა ბიზნესისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის

ყოველთვის გაინტერესებდათ რა ამოძრავებს მსოფლიოს? პასუხი მარტივია - ეკონომიკა. ეკონომიკა უსვამს დიაგნოზს ყველა სახის პრობლემას, რომელიც ინდივიდისა თუ ორგანიზაციის წინაშე დგება და აფასებს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს.

კურსის მიზანია უზრუნველყოს ზოგადი ეკონომიკის პრინციპების აღქმა და მისი როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თემები მოიცავს მიკრო და მაკრო ეკონომიკის პრინცეპებს, ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მნიშვნელვან ინდუსტრიებს, ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ როლს საქართველოს ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის ფუნქციებს და ფინანსური კრიზისების მიზეზებს.

კურსი შედგება რამდენიმე მოდულისაგან. პირველ მოდულში აქცენტი გაკეთდება მოთხოვნისა და მიწოდების როლსა და ფუნქციებზე, რომელიც ასევე მოიცავს სახელმწიფოს როლის მნიშვნელობას ეფექტურობისა და თანასწორობის მიღწევაში. მეორე მოდული მიძღვნილი იქნება მაკროეკომინიკისათვის და მისი მიზანია უზრუნველყოს მონაწილეებში ცოდნის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ კონცეფციებისა და მაჩვენებლებში, როგორიცაა ინფლაცია, დასაქმება, დაზოგვა და მოხმარება, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა. მესამე მოდული მოიცავს საბანკო სექტორს, საბანკო ზედამხედველობას და ეროვნული ბანკების სისტემას. ამ მოდულში განიხილება საბანკო სისტემის როლი ეკონომიკაში.

განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და ქეისები. მსმენელები ასევე გაეცნობიან თუ როგორ მუშაობს საბანკო სისტემა, გაიგებენ თუ რა როლი აქვს ცენტრალურ ბანკს, რა არის მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები და ა.შ.

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი დეტალები:
  • დაწების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 2 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 250 ლარი
  • ენა: ქართული
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა:  6; მაქსიმალური რაოდენობა: 10
კურსზე დასარეგისტირებლად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dEVPWjUxTjFsZ182YW1SSlJISGNfNVE6MQ#gid=0
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები