GE

ზანდუკელის ქ. 16                     ტელ:   +995 (32) 250 71 77        ვებ-გვერდი: http://www.iset.ge
თბილისი, საქართველო           ფაქსი: +995 (32) 299 86 44

მეტი
ეკონომიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET 2017 წლის თებერვლიდან დაიწყებს წინასწარ რეგისტრაციას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
 
ISET-ის სამაგისტრო პროგრამა შეესაბამება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
 
სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ რეჟიმში (www.iset.ge). წინასწარი შესარჩევი გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 2017 წლის მაისის დასაწყისში.
 
ყველა ჩარიცხული სტუდენტი გაივლის უფასო მოსამზადებელ კურსს მათემატიკაში (3 კვირა, აგვისტო, 2017 წელი). გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2017 წელი).
 
ფინანსური მხარდაჭერა:
  • სტიპენდიები: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.
  • საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა: საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის სტუდენტები, რომლებიც დაასაბუთებენ ამის საჭიროებას.
  • დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
  • სტუდენტური სესხები: ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.
  • სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.
მომავლის პერსპექტივები:
  • პროფესიული სტაჟირება რეგიონში და საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის ოფისი და სხვ.
  • გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება და სოციალური პოლიტიკა, რომლებიც ხორციელდება ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
  • სწავლის გაგრძელება დასავლეთის წამყვან  სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორვიკის და სხვა უნივერსიტეტებში.
  • საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ენერგეტიკის ეკონომიკის კონცენტრაციის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი სემესტრი ისწავლონ ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, ბერგენში.
რეგისტრაცია: 
რეგისტრაციისა და მიღების პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
  • ონლაინ განაცხადის შევსება,
  • წინასწარი შესარჩევი გამოცდების ჩაბარება,
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
 
ISET-ის შესახებ: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 281 კურსდამთავრებულიდან 100% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის და პენსილვანიის უნივერსიტეტები.
 
საკონტაქტო პირი: მაია სურგულაძე
admissions@iset.ge
ტელ: 2 50 71 77 ext. 104
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები