GE
ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა ფინანსებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებებით
 
პროგრამის შესახებ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გთავაზობთ ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთში განათლებამიღებული ქართველი და უცხოელი პროფესორები.

პროგრამის კურიკულუმი შედგენილია დასავლური უნივერსიტეტების ეკონომიკის საუკეთესო პროგრამების მიხედვით.

ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა 2025 წლამდე აკრედიტებულია ნაფიც ბუღალტერთა მართვის ინსტიტუტის (CIMA) მიერ, ბრიტანულმა NARIC-მა კი პროგრამა ბრიტანული საბაკალავრო პროგრამების ეკვივალენტად აღიარა.

სწავლის საფასური და ფინანსური მხარდაჭერა
  • სწავლის საფასური: 2,250 ლარი ქართველი და 3,000 აშშ დოლარი უცხოელი სტუდენტებისთვის;
  • გრანტი: უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილია 10 გრანტი, რაც ფარავს სწავლის საფასურს 60%-მდე;
  • სტიპენდია: წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სტიპენდია და საუნივერსიტეტო დაფინანსება;
  • საცხოვრებელი: საჭიროების შემთხვევაში, ISET დაეხმარება უცხოელ და თბილისს გარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს საცხოვრებლის მოძიებასა და/ან განთავსებაში;
  • სტუდენტური სესხები: ISET-ის სპეციალური საბანკო სესხების პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში. აღნიშნულ სესხებზე ვრცელდება დაბალი საპროცენტო განაკვეთი, საშეღავათო პერიოდი კი არის 5 წელი;
  • სახელმწიფო გრანტი: სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიღებული გრანტი გამოიყენონ ISET-ში სწავლის საფასურის დასაფარავად.
წარმატებული კარიერული პერსპექტივები
  • გაატარე სემესტრი საზღვარგარეთ: მიიღე მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ISET-ის პარტნიორ უნივერსიტეტებში, დასავლეთ ევროპაში;
  • დააგროვე გამოცდილება შრომის ბაზრისთვის: გაიარე სტაჟირება წამყვან კერძო ბანკებში, საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ქართულ საჯარო და კერძო უწყებებში. ISET-ელები დაგეხმარებიან სამსახურის მოძიებაში;
  • გააგრძელე სწავლა საზღვარგარეთ: ISET-ის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჩიკაგოს, ნიუ იორკის, სტენფორდის, UPenn-ის, PennState-ის, Caltech-ის, ლესტერის, ვორიკის, მაკგილისა და სხვა უნივერსიტეტები. ყველა მათგანს მიღებული აქვს სწავლისა და საცხოვრებლის სრული დაფინანსება.
მოთხოვნები და პროცედურები:
საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მისაღები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი:
  • ინგლისური ენა: 65%+1
  • ზოგადი უნარ-ჩვევები: 40%+1
  • მათემატიკა: 50%+1
  • ქართული ენა და ლიტერატურა: მინიმალური ზღვარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების სურვილის შემთხვევაში:
  • რეგისტრაცია ხდება ონლაინ, ვებ-გვერდზე: www.iset.ge
  • რეგისტრაციის შემდეგ, ISET-ისგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით. ISET დაგეხმარებათ საბუთების თარგმნასთან, ნოტარიული წესით დამოწმებასა და სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით
საბაკალავრო პროგრამის წარმატება:
2018 წელს ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა 88 სტუდენტი (75 – ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, 10 – უცხოელი, 3 კი – მობილობის საფუძველზე გადმოსული). ყველა ქართველი სტუდენტი დაფინანსებულია სახელმწიფო გრანტით. საქართველოში მოქმედ ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამებს შორის ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტები.

საბუთების მიღებასთან დაკავშირებით და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: (+995) 322 507 177 (შიდა 104), AdmissionsBA@iset.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები