GE
პროფესიული კომუნიკაციების და სასაუბრო ინგლისურის კურსები
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამის ახალ  ეტაპს.
პროგრამის კურსები დაიწყება 2 აპრილს.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიული კომუნიკაციის კურსები შექმნილია რათა გაიღრმავოთ თქვენი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები, წერითი რეზიუმედან სალაპარაკო კომუნიკაციის ჩათვლით.

პროფესიული კომუნიკაციის კურსები:
  • პროფესიული კომუნიკაციები
  • სასაუბრო ინგლისური
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ  კურსის დეტალურ აღწერილობას. დარეგისტრირებისათვის მიყევით ბმულს http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0 ან გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: executives@iset.ge

სპეციალური შემოთავაზება: დარეგისტრირდით ერთდროულად ორ კურსზე და მიიღეთ 10 პროცენტიანი ფასდაკლება. თუ დარეგისტრირდებით სამ ან მეტ კურსზე ერთდროულად მიიღებთ 20 პროცენტიან ფასდაკლებას. http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0

შენიშვნა: თუ გაივლით კურსს ეკონომიკა ბიზნესისათვის და გადაწყვეტილების მიწებისათვის და 2012 წელს ჩაირიცხებით ეკონომიკის საერთსაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე, თანხა დაგიბრუნდებათ.
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 მარტი, დღის 12 საათი.

დამატებითი კითხვების/შენიშვნების/წინადადებების შემთხვევაში
დაუკავშირდეით ეკატერინე გეჯაძეს ელ. ფოსტის საშუალებით: executives@iset.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (32) 250 71 77 ext. 215

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შესახებ
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 98 კურსდამთავრებულიდან 97% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს და პენსილვანიის უნივერსიტეტები.

პროფესიული კომუნიკაციები

გსურთ რომ იმუშაოთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში ან მულტინაციონალურ კორპორაციაში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ? გსურთ მიიღოთ განათლება საზღვარგარეთ? გიჭირთ ინგლისურად კარგი რეზიუმეს შედგენა? თუკი რომელიმე ამ კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ კურსი „პროფესიული კომუნიკაციები“ ISET_ ში სწორედ თქვენთვისაა.

პროფესიული ურთიერთობების კურსი დაგეხმარებათ როგორც წერითი ასევე სასაუბრო ინგლისურის გაღმავებაში. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და დავალებების საშუალებით თქვენ ისწავლით თუ როგორ შეადგინოთ შესაბამისი CV, პროფესიული და დამაჯერებელი სამოტივაციო წერილი და ა.შ. მსმენელები ასევე დახვეწავენ გასაუბრებებისა და პრეზენტაციებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ISET_ის ინსტრუქტორები, საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მოგაწვდიან რჩევებს და დაგეხმარებიან გქონდეთ ისეთი CV როგორიც ყოველთვის გსურდათ რომ გქონოდათ. კურსის ზოგადი მიზანია დაეხმაროს მსმენელს  შეისწავლოს თუ როგორ უნდა დაწეროს და ისაუბროს კონკრეტულ აუდიტორიასთან: მათ მომავალ და ამჟამინდელ დამსაქმებლებთან.

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი დეტალები :
  • დაწყების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 1.5 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 260 ლარი
  • ენა: ინგლისური
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა:  6; მაქსიმალური რაოდენობა: 10
დარეგისტირდით კურსზე: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDd6RThOS0NhUGhTUFZFTlBnR09nQVE6MQ#gid=0

სასაუბრო ინგლისური

იცით ინგლისური მაგრამ ეჭვი გეპარებათ რომ გამართულად საუბარს შეძლებთ? ისწავლეთ ინგლისური წლების წინ მაგრამ ნელნელა გავიწყდებათ ინგლისურად საუბარი? გსურთ შეიძინოთ მეგობრები და ესაუბროთ მათ საინტერესო თემებზე? თუკი ამ შეკითხვებიდან რომელიმეზე თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ ჩვენი კურსი ”სასაუბრო ინგლისური“ სწორედ ისაა, რასაც თქვენ ეძებთ!

ეს კურსი გთავაზობთ მშვენიერ შესაძლებლობას ისაუბროთ და განიხილოთ ნებისმიერი საკითხი (სხვადასხვა თემები თუ ყოველდღიური საქმიანობა) ინსტრუქტორებთან ერთად, რომელთაც ინგლისურის სწავლების დიდი გამოცდილება აქვთ. მცირე ჯგუფებად (ჯგუფში არაუმეტეს 5 მონაწილისა) დაყოფილ კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მყუდრო, მეგობრული ატმოსფეროთი რათა ისწავლონ თავიანთი აზრების გაზიარება ინგლისურად. ყველა საჭირო მასალა მოწოდებულ იქნება უფასოდ და ინსტრუქტორები უნზრუნველყოფენ, რომ კურსის შემცველობა იყოს მოქნილი და მაქსიმალურად პასუხობდეს კურსის მონაწილეთა ინტერესებს.

თუ თქვენ არ გყავთ ინგლისურენოვანი მეგობრები და გსურთ შეიძინოთ ან უბრალოდ გსურთ გაივარჯიშოთ ინგლისურში, მაშინ ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა. თუ თქვენ წლების განმავლობაში სწავლობდით ინგლისურს, მაგრამ, მაინც გიჭირთ მისი ყოველდღიურობაში გამოყენება, ჩვენი ინსტრუქტორები სიამოვნებით დაგეხმარებიან.

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი დეტალები :
  • დაწყების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 1.5 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 180 ლარი
  • ენა: ინგლისური
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 10;  მაქსიმალური რაოდენობა: 15
დარეგისტრირდით კურსზე: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDVFSTZXRUFfQlcwbzVJSllCSzltR2c6MQ#gid=0
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები