GE
რაოდენობრივი ანალიზის კურსები (Excel, STATA)
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამის ახალ  ეტაპს.
პროგრამის კურსები დაიწყება 2 აპრილს.

რაოდენობრივი ანალიზის კურსები შექმნილია იმისათვის, რომ გაიღრმავოთ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა რაოდენობრივი ანალიზისათვის.

რაოდენობრივი ანალიზის კურსები:
  • ექსელი I - საფუძვლები
  • ექსელი II - ფინანსური ანალიზი
  • ექსელი III - მონაცემთა ბაზები
  • STATA- მონაცემთა ანალიზი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ  კურსის დეტალურ აღწერილობას.
დარეგისტრირებისათვის მიყევით ბმულს http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0 ან გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: executives@iset.ge

სპეციალური შემოთავაზება: დარეგისტრირდით ერთდროულად ორ კურსზე და მიიღეთ 10 პროცენტიანი ფასდაკლება. თუ დარეგისტრირდებით სამ ან მეტ კურსზე ერთდროულად მიიღებთ 20 პროცენტიან ფასდაკლებას. http://www.iset-pi.ge/index.php?article_id=519&clang=0

შენიშვნა: თუ გაივლით კურსს ეკონომიკა ბიზნესისათვის და გადაწყვეტილების მიწებისათვის და 2012 წელს ჩაირიცხებით ეკონომიკის საერთსაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე, თანხა დაგიბრუნდებათ.
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 მარტი, დღის 12 საათი.

დამატებითი კითხვების/შენიშვნების/წინადადებების შემთხვევაში
დაუკავშირდეით ეკატერინე გეჯაძეს ელ. ფოსტის საშუალებით: executives@iset.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (32) 250 71 77 ext. 215

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შესახებ
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 98 კურსდამთავრებულიდან 97% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს და პენსილვანიის უნივერსიტეტები.

1. ექსელი I - საფუძვლები

ექსელის საფუძვლების კურსი გაგიმარტივებთ საოფისე დოკუმენტებთან მუშაობას. ექსელის ცოდნა უფრო ეფექტურს გახდის პრეზენტაციების, პროექტების და ყოველდღიური საოფისე დავალებების შესრულებას. შეისწავლით თუ როგორ უნდა შეასრულოთ ელემენტარული გამოთვლები და სტატისტიკური ანალიზი მოცემულ მონაცემებზე; თუ როგორ უნდა ააგოთ თქვენი გემოვნების შესაბამისი ცხრილები, გრაფიკები და სქემები პრეზენტაციებისა და ნაშრომებისთვის. დამატებით თქვენ შეისწავლით როგორუნდა იმუშაოთ ექსელის უჯრებთან, ტექსტთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეისწავლით ამ ყველაფრის სწრაფად შესრულების გზებსა და საშუალებებს, რაც თქვენს დროსა და ძალისხმევას დაზოგავს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თქვენთვის ამ პროგრამას. ექსელი I - საფუძვლების კურსი ჩატარდება თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილ აუდიტორიაში, რაც თქვენი შეძენილი უნარების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მოგცემთ.

კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია თანამედროვე საოფისე საქმიანობისთვის, ამიტომ გაეცანით ექსელს რათა თქვენი უნარები უფრო რეალიზებადი გახადოთ.
კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია:
  • დაწყების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 2 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 160 ლარი
  • ენა: ქართული
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 6; მაქსიმალური რაოდენობა: 10
კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dElUZWRYVG5zb2VkUDhzYUo5alYzVUE6MQ#gid=0

2. ექსელი II - ფინანსური ანალიზი

კურსი მიზნად ისახავს შეგასწავლოთ ელემენტარული ფინანსური ანალიზი და კალკულაციის თანამედროვე მიდგომები ექსელში.  კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ პროექტების ხარჯისა და სარგებლის ანალიზის შესრულებას, ისეთი კოეფიციენტების დათვლით მაგალითად როგორიცაა NPV, IRR, MIRR და სხვები, ასევე თქვენ შეძლებთ ააგოთ ნებისმიერი სირთულის კალკულატორები სხვადასხვა ფინანსური და ლოგიკური ფუნქციების გამოყენებით. ეს კურსი აგებულია იმ უნარებზე რომელიც ისწავლება ექსელი I - საფუძვლების კურსში და მიზნად ისახავს თქვენი ცოდნის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან საოფისე პროგრამაში. თუმცა, ექსელი I - საფუძვლების გავლა არ არის აუცილებელი წინაპირობა ექსელი II _ის გასავლელად. თუ იცით ექსელის ელემენტარული საწყისები და გსურთ უფრო გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.  ექსელი II - ფინანსური ანალიზის კურსი ჩატარდება თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილ აუდიტორიაში, რაც თქვენი შეძენილი უნარების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მოგცემთ.  თუ თქვენი საოფისე საქმიანობა ეხება რიცხვებსა და გრაფიკებს, დამატებით ფინანსური ანალიზის ცოდნა ექსელში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გაგხდით სამუშაო ბაზარზე.

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია:
  • დაწყების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 2 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 180 ლარი
  • ენა: ქართული
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 7; მაქსიმალური რაოდენობა: 10
კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dENIMGZNZlBIZ0VvaUxtWUhESFotVWc6MQ#gid=0

3. ექსელი III - მონაცემთა ბაზები

ეს კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც გააჩნია ექსელში სამუშაო გამოცდილება (და იცნობს იმ ხერხებს და ფუნქციებს რომლებიც წარმოდგენილია ექსელი I და ექსელი II კურსებში) და სურს ცოდნის გაღრმავება. ექსელი III კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები შეძლებენ მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, რთული ფორმულების გამოყენებას და სხვადასხვა დამატებების დაინსტალირება-მოხმარებას, როგორიცაა მაგალითად Microsoft Excel Solver, რომელიც გამოიყენება საინჟინრო და ფინანსური მოდელების შესაქმნელად. მსგავსი დამატებები აფართოებენ და უფრო მოსახერხებელს ხდიან ექსელის მონაცემთა ბაზების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობებს. აღნიშნული კურსი ჩატარდება თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილ აუდიტორიაში, რაც თქვენი შეძენილი უნარების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მოგცემთ.
კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი დეტალები:
  • დაწების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 2 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 200 ლარი
  • ენა: ქართული
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 6; მაქსიმალური რაოდენობა: 10
კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dFlUa3VXTnE2VnhYZGFuaTh1ZXctLVE6MQ#gid=0

4. STATA – მონაცემთა ანალიზი

გჭირდებათ მონაცემთა ანალიზი? ხართ სტუდნეტი და გჭირდებათ სტატისტიკური პროგრამის ცოდნა? სტატისტიკური პროგრამის არცოდნა აფერხებს თქვენი სადოქტორო ან სამაგისტრო კვლევის მომზადებას? თუ პასუხი აღნიშნულ კითხვებზე დადებითია მაშინ STATA-ს კურსი თქვენთვისაა განკუთვნილი.
გამოიყენება რა ბიზნესში და მრავალ სასწავლო დაწესებულებებში, სტატა არის სტატისტიკური პროგრამა მონაცემთა ანალიზისათვის. ჩვენი კურსი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ პროგრამის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს მონაცემთა ანალიზის კუთხით. დაწყებული პროგრამაში მონაცემთა შეყვანიდან, კურსის საშუალებით ისწავლით სხვადასხვა ოპერაციების შესრულებას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეძლებენ დამოუკიდებლად აწარმოონ მონაცემთა ანალიზი, შეასრულონ რეგრესიები და სწორი ინტერპრეტაცია მისცენ მიღებულ შედეგებს. სტატას კურსი ჩატარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში რაც საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულადაც შეასრულოთ თეორიულად გადმოცემული ოპერაციები.

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება დამატებითი საზღაურის გარეშე.

დამატებითი დეტალები :
  • დაწების თარიღი: 2012 წლის 2 აპრილი
  • ხანგრძლივობა: 2 სთ ხანგრძლივობის სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეები განისაზღვრება შემგდომ) 5 კვირის განმავლობაში.
  • საფასური: 250 ლარი
  • ენა: ქართული/ინგლისური
კურსის ჩასატარებლად საჭირო მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 6;  მაქსიმალური რაოდენობა: 10
კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dExiSWw2VWN3NnQ3djBucWg5ZVJQYWc6MQ#gid=0
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები