GE
პოპულარული ქართულ-ევროპული კერძების მომზადებისა და საკონდიტრო ხელოვნების პროფესიული კურსები
კულინარული სტუდია „ერა“ გთავაზობთ  პოპულარული ქართულ-ევროპული კერძების მომზადების და საკონდიტრო ხელოვნების პროფესიულ კურსებს.
 
გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით პროფესიონალურად შეისწავლით თქვენს მიერ შერჩეული მიმართულების კერძების და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიას,რაც ამ სფეროში წარმატებით დასაქმების საშუალებას მოგცემთ.
 
ქართულ-ევროპული კერძების და საკონდიტრო საქმის კურსის გავლისას მსმენელი პროფესიულ დონეზე შეისწავლის:
  • პროდუქტის პირველად დამუშავებას,
  • კერძების და საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას და სერვირებას.
  • შესაბამისი კერძების და საკონდიტრო ნაკეთობების მოსამზადებლად საჭირო მარაგების შევსებას,
  • კალკულაციის შედგენის წესებსა
  • საწარმო პროცესის მართვას ჰიგიენის და საკვების უსაფრთხოების დაცვით.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან სტაჟირებას  ქალაქის პრესტიჟულ რესტორნებში, რაც მისცემს მათ საშუალებას წარმატებით დასაქმდნენ შესაბამის დარგში.
 
ქართულ ევროპული სამზარეულოს კერძების შესწავლა: 580 ლარი
საკონდიტრო ხელოვნება: ფასი ინდივიდუალური
 
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ კულინარული სტუდია „ერას“ სერტიფიკატი.
 
საუკეთესო სტუდენტები კი დასაქმდებიან!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები