GE
შეხვედრა Kaplan International Colleges (KIC)-ის წარმომადგენელთან
  • გეგმავთ დიდ ბრიტანეთში ბაკალავრიატზე სწავლას?
  • გსურთ დეტალურად გაიგოთFoundation Programme -ზე სწავლის შესაძლებლობები?
  • გაინტერესებთ ინფორმაცია ლონდონში საზაფხულო სკოლის შესახებ?
ინგლისური ენისა და საერთაშორისო ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი  –  P/T/G  არის  Kaplan International Colleges (KIC), University of Chester, David Game College University Foundation Programme (UFP) და Regents College London-ის ოფიციალური სააგენტო საქართველოში. აღნიშნული სასწავლებლები საშუალებას იძლევიან:
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა დიდი ბრიტანეთის სხვადასვა ქალაქებში;
  • ჩააბაროთ წინამოსამზადებელ პროგრამაზე – Foundation Programme;
  • გარანტირებულად გააგრძელოთ სწავლა ბაკალავრიატზე თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში.
აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს გაუგრძელებიათ სწავლა ბაკალავრიატზე ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: City University of London – Cass Business School.

P/T/G თქვენ გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ამ სასწავლებელთაგან ერთ-ერთის –  Kaplan International Colleges (KIC) -ის წარმომადგენელს თბილისში. შეხვედრის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • მიიღოთ ინფორმაცია უშუალოდ მოწვეული სტუმრებისგან, (KIC)–ის წარმომადგენლისაგან;
  • გაეცნოთ მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობებს;
  • გაიგოთ დეტალურად სად და როგორ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბაკალავრიატზე სწავლა დიდ ბრიტანეთში.
შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 7 მაისს, 17:00 საათზე. დასწრება უფასოა.
დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ წინასწარ - დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე და ჩაეწერეთ 5 მაისამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები