GE
სასწავლო კურსები: IT Essentials, CCNA Exploration
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS-თან) არსებული Cisco-ს ქსელური აკადემიის რეგიონალური სასწავლო ცენტრი აცხადებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას შემდეგ სასწავლო კურსებზე:
 
IT Essentials: http://www.cisco.com/web/learning/netacad/course_catalog/IT1.html
  • კურსის ხანგრძლივობა: 90 აკადემური საათი (6 კვირა)
  • კურსის ღირებულება: 240 ლარი;
  • კურსის გავლისა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სათანადო  სერტიფიკატი.
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
    პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ცენტრში მიღების წესებით დადგენილ გამოცდას.
CCNA Exploration: http://www.cisco.com/web/learning/netacad/course_catalog/CCNAexploration.html
  • კურსის ხანგრძლივობა: 280 აკადემიური საათი - 4 სემესტრი (6-7 თვე);
  • კურსის ღირებულება: 880 ლარი (გადახდა შესაძლებელია სემესტრულად, თითოეული სემსტრის ღირებულება შეადგენს  - 220 ლარს); თითოეულ სემესტრში 24 აკადემიური საათი არის დათმობილი პრაქტიკული სამუშაოებისათვის. სტუდენტები მუშაობენ Cisco-ს ქსელურ აპარატურასთან. რეალური დავალებების  პრაქტიკული განხორციელებით დამწყები სპეციალისტები იღებენ გამოცდილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქსელური ტექნოლოგიების სფეროში.
  • კურსის გავლისა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ცენტრში მიღების წესებით დადგენილ გამოცდას
ლექციები ტარდება ქართულ ენაზე კვირაში 3–ჯერ. თეორიული მასალა და ყველა ტესტი თუ გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა ქსელურ აკადემიაში სწავლის დაწყებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: e-mail: netacad@emis.ge

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები