GE
ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა (მოიცავს შუალედურ და დასკვნით გამოცდებს).
სასწავლო კურსის მოცულობა: კვირაში 5 საათი (წაკითხულის გააზრება - 2 საათი, ანალიტიკური წერა- 3 საათი, ზოგადი უნარები-4 საათი).
 
პროგრამა შედგენილია ერთიანი ერონული სამაგისტრო გამოცდის მოთხოვნების შესაბამისად და თანამედროვე დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით.  სწავლებას განახორციელებენ შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები.

შესაძლებელია მხოლოდ ერთი მოდულის აღებაც:
  • წაკითხულის გააზრება: 2 საათი, ანალიტიკური წერა: 3 საათი - 360 ლარი;
  • ზოგადი უნარები: 4 საათი - 280 ლარი.
სრული პაკეტის აღების შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 600 ლარს.
სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

პროგრამაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა: 2014 წლის 4 აპრილი.
სწავლა დაიწყება 2014 წლის 7 აპრილს.

სამუშაო საათები შეთანხმდება ჯგუფთან.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები