საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს დაარსდა. მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა იგი ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტბს შორის. "სუ", სტუდენტებს სთავაზობს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებთან ერთობლივად შემუშავებულ თანამედროვე, საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამებს. ასევე სტაჟირებებს საქართველოში და საზღვარგარეთ, საქართველოში საუკეთესო ბიბლიოთეკას, საინფორმაციო და ლინგვისტურ ცენტრებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს  და სხვა.
საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ნიჭითა და წარმატებული საქმიანობით, ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, რასაც საერთაშორისო  კვალიფიკაციისს მქონე  ლექტორები, თანამედროვე  ტექნიკური აღჭურვილობა და კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყოფს.
საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, უმაღლესი პროფესიული პროგრამები, სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსები, ბიზნესის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მართვის, სამართლისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იღებს იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც ხელს უწყობს მას წარმატების მიღწევაში,  როგორც პირად-პროფესიული, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკივიდრებაში.