GE

UNICEF – ის კვლევა ახალგაზრდებზე – როგორია მათი განათლების დონე სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

საქართველოში „საქსტატის“ მიერ 2013 წლის ივლისში UNICEF-თან გაფორმებული საგრანტო შეთანხმების შესაბამისად და  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა“ ჩატარდა.   კვლევის შედეგები ახლახან გახდა ცნობილი.

ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში ხუთ არსებით თემატურ ნაწილადაა დაყოფილი. მათ შორის ერთ-ერთია განათლება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას დასრულებული აქვს საშუალო განათლების კურსი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებით ერთ მესამედს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დაახლოებით 2.5 ჯერ მეტია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე უფრო მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ქალების რაოდენობა ვაჟებთან შედარებით. რაც შეეხება ახალგაზრდების დასაქმებას, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი განსხვავება – დასაქმებული ვაჟების რაოდენობა მეტია, ვიდრე ქალების და ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია სოფლად მცხოვრებ, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სურათი საპირისპიროა განათლების მაჩვენებელთან შედარებით.

კვლევა რაოდენობრივია და მოიცავს 2500 შინამეურნეობას საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა. თითოეულ შინამეურნეობაში გამოკითხული იყო 15-29 ასაკის ერთი წევრი პერსონალური კითხვარის გამოყენებით.  ანგარიში შემუშავდა ველზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზისა და ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და დაყოფილია.

რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევის შედეგად ახალგაზრდების განათლების მხრივ, ამის შესახებ  Aris.ge – განათლება  ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოშიდაყრდნობით – დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ:

1.განათლების მიღწეული დონე საქართველოში

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის უმრავლესობას (41,5%), მათ შორის 15-29 წლის ახალგაზრდების უმრავლესობას (40,0%) მიღებული აქვს მხოლოდ ზოგადი საშუალო განათლება. როგორც ჩანს, პროფესიული განათლება შედარებით არაპოპულარულია ახალგაზრდებში; უმაღლესი განათლება მიღებული აქვს მთლიანად ახალგაზრდების 1/5-ზე მეტს (21,6%), ხოლო პროფესიული განათლება – ახალგაზრდების 1/10-ზე ოდნავ მეტს (11,0%). განათლების მიღწეული დონე შედარებით მაღალია ქალაქში და ქალთა სქესის წამომადგენლებში.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების 29,7%-, რაც 2,4-ჯერ აღემატება სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ანალოგიურ მაჩვენებელს (12,3%).

იგივე მაჩვენებელი სქესის მიხედვით ასე ნაწილდება – უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ახალგაზრდა ქალების 22,7% და კაცების 20,4%-ს. 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 21,1% სწავლობს ზოგადსაგანანათლებლო დაწესებულებებში. მათი ასაკი 15-დან 19 წლამდე მერყეობს, აქედან კაცების რაოდენობა 2,4 პროცენტული პუნქტით მეტია ქალების რაოდენობაზე. ახალგაზრდების 52,3%, რომელიც ზოგადსაგანანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდების 10,1% სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თუ გავითვალისწინებთ სქესს, ვნახავთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს ახალგაზრდა ქალების 11,5% და ახალგაზრდა მამaკაცების 8,7%.

15-29 წლის ახალგაზრდების უმრავლესობა (66,9%) არ დადის არც ერთ საგანმანათლებო დაწესებულებაში. 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის უმრავლესობას (41,5%) მიღწეული აქვს საშუალო ზოგადი განათლების დონე, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის ¼- ზე მეტს (26,3%). მოსახლეობის მცირე ნაწილს (10,8%) მიღებული აქვს მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება. მაგთან 1/3 (33,3%) არის 30 წლის და უფროსი ასაკი მოსახლეობა.

სქესის ჭრილში, როგორც ქალების, ასევე მამკაცების უმრავლესობისათვის განათლების მიღწეული დონე საშუალო ზოგადი განათლებაა, თუმცა კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით მაღალია (43,6%), ვიდრე ქალებში (39,6%).

რაც შეეხება უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს, პროცენტულად ქალების მცირედით მეტ ნაწილს აქვს დამთავრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიდრე კაცების – შესაბამისად, ქალების 26,9% და კაცების 25,6%- ს. ამის მსგავსად, პროფესიული (დაწყებითი პროფესიული, სახელობო, საშუალო ან უმაღლესი პროფესიული) განათლებაც ქალების შედარებით მეტ წილს აქვს მიღებული, ვიდრე კაცების.

2. საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება განათლების მიღწეული დონის მიხედვით.

განათლების დონის მიხედვით 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, 15-29 წლის ახალგაზრდების წილი სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია. მოსახლეობიდან, ვისაც მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს მიღებული, 15-29 წლის ახალგაზრდების წილი 66,7%-ს შეადგენს. მათ შორის, ვისაც მხოლოდ ზოგადი საშუალო განათლება აქვთ მიღებული, მათი წილი 25,8%-ს, ხოლო მოსახლეობაში, ვისაც დაწყებითი პროფესიული, სახელობო და უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, მათი წილი თანაბარია და 21,9%-ს შეადგენს. ეს შედეგები ბუნებრივია, რადგან 15-29 წლის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

15-29 წლის ახალგაზრდების უმრავლესობას (40.0%) მიღებული აქვს მხოლოდ ზოგადი საშუალო განათლება, ხოლო 21.6%-უმაღლესი განათლება. შედარებით არაპოპულარულია ახალგაზრდებში პროფესიული განათლება, ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებით პროფესიულ განათლებას (2%).

სქესის ჭრილში, როგორც ახალგაზრდა ქალების, ასევე ახალგაზრდა კაცების უმრავლესობას, შესაბამისად 36,7% და 43,4%-ს, მიღებული აქვს მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლება. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ქალებისა და კაცების 1/5-ზე მეტს, შესაბამისად 22,7% და 20,7%. როგორც ქალებში, ასევე კაცებში შედარებით მცირეა იმ ახალგაზრდების წილი, ვისაც მიღებული აქვს პროფესიული (დაწყებითი პროფესიული, სახელობო, საშუალო ან უმაღლესი პროფესიული) განათლება, თუმცა ახალგაზრდა ქალების მაჩვენებელი (14,3%) ჯერ კიდევ აღემატება კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს (7,8%).  შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ქალების განათლების დონე შედარებით მაღალია ახალგაზრდა კაცების განათლების დონესთან შედარებით.

საინტერესოა 22-29 წლის ახალგაზრდების წილი 15-29 წლის ახალგაზრდებში განათლების მიღწეული დონის მიხედვით. რამდენადაც 22-29 წლის ახალგაზრდებს ძირითადად დასრულებული აქვთ ფორმალური განათლების  მიღება და მათი უმრავლესობისათვის მიღებული განათლება, განსხვავებით უმცროსი ასაკის ახალგაზრდებისაგან (15-21 წლის ახალგაზრდების 93,7%-ის მიღებული განათლების უმაღლესი საფეხური არ სცდება საშუალო ზოგად განათლებას, მათგან 56,1%-ს მიღებული აქვს მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება), განათლების უმაღლესი მიღწეული საფეხურია.

22-29 წლის ახალგაზრდების თითქმის 2/5- (39,3%) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 39,1%-საშუალო ზოგადი განათლება და მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება მიღებული აქვს ამ ასაკის ახალგაზრდების 4,8%-.

განათლების დონის მატებასთან ერთად იზრდება მათი წილი 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდებში. უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებში ეს წილი 97,4%-ს შეადგენს, ახალგაზრდებში, რომლებსაც მიღებული აქვთ საშუალო პროფესიული განათლება – 82,7%-ს. ბუნებრივია, მათი წილი ყველაზე დაბალია იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვთ მიღებული (9,6%).

ქალაქის მოსახლეობაში 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლების მიღწული დონე უფრო მაღალია, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. ქალაქში მოსახლეობის 39,3%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც საგრძნობლად აღემატება სოფლად მცხოვრებ უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა წილს (12,5%). სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას (50,5%) მიღებული აქვს მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლება.

რეგიონებში 15-29 წლის ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლება აქვს მიღებული და ეს მაჩვენებელი მერყეობს 31,3%-დან 46,3%-მდე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და კახეთში დაფიქსირდა, შესაბამისად 46,3% და 45,6%, ხოლო აჭარაში ეს მაჩვენებელი დანარჩენ რეგიონებთან შედარებით ყელაზე დაბალია – 31,3%. მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება მიღებულიაქვს ქვემო ქართლის ახალგაზრდების 35,9%-. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებს შორის. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (17,9%).

უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა წილი რეგიონებში მერყეობს 9,1%-დან 33,2%-მდე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა,

თბილისში ახალგაზრდების 1/3-ს (33,2%), ხოლო აჭარაში ახალგაზრდების ¼-ზე მეტს (26,8%) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. ყველაზე დაბალი წილი დაფიქსირდა კახეთში, სადაც ახალგაზრდების მხოლოდ 9,1%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

3. სწავლის ნაადრევად შეწყვეტა

კვლევით ირკვევა, რომ 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 9,4%-მა შეწყვიტა სწავლა (შეწყვიტა ანუ არ დაუმთავრებია სწავლა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, აქედან სკოლა მიატოვა ახალგაზრდების 4,3%, მათგან 60,9% სოფლად მცხოვრები ახალგაზრდაა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა შეწყვიტა 3%, მათი უმრავლესობა (69,0%) ქალაქში ცხოვრობს. სქესის მიხედვით ამ მაჩვენებლებში მკვეთრი განსხვავება არ იკვეთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით საშუალო სკოლა ნაადრევად მიატოვა 17089 ახალგაზრდამ, მათ უმეტესობას (10153) კაცები შეადგენდა. ამ სტატუსის ახალგაზრდების უმრავლესობა (89,9%) 15-29 წლის ასაკის მოსახლეობა იყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი, ვინც სკოლა ნაადრევად მიატოვა, 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდები იყვნენ.

რეგიონების მიხედვით, იმ ახალგაზრდებში, ვინც სკოლა ნაადრევად მიატოვა, 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების პროცენტული წილი 84,6%-დან 95,4%-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი წილი აჭარაში დაფიქსირდა (95,4%), ხოლო ყველაზე დაბალი (84,6%) თბილისში. თუ შევადარებთ 15-29 წლის იმ ახალგაზრდების რაოდენობას, რომლებმაც სკოლა ნაადრევად მიატოვეს, მოცემული ასაკის ახალგაზრდების მთლიანად რაოდენობას, დავინახავთ, რომ 1000 ახალგაზრდიდან საშუალოდ 15-მა დაანება სწავლას თავი.

რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი 11-დან 21-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში დაფიქსირდა (21), ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (11). რაც შეეხება 15-29 წლის ასაკის ქალებს, 1000 ქალიდან საშუალოდ 12-მა დაანება სწავლას თავი, რეგიონებში ეს მაჩვენებელი 9-დან 17-მდე მერყეობს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში დაფიქსირდა (17), ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისში (9). ქალებთან შედარებით უფრო მეტმა კაცმა დაანება სწავლას თავი – 1000 ახალგაზრდა კაციდან 19-მა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც ქალების შემთხვევაში, კახეთში ფიქსირდება (25), ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (12).

15-29 წლის ახალგაზრდებიდან, ვინც სკოლა ნაადრევად მიატოვა, 90,4% 15-17 წლის ასაკისაა. რეგიონების მიხედვით, მათი წილი 88,2%-დან 95,2%-მდე მერყეობდა, ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა შიდა ქართლის რეგიონში (95,2%), ხოლო ყველაზე დაბალი – კახეთში (88,2%). სქესის მიხედვით 15-29 წლის ასაკის ქალებიდან, ვინც სკოლა ნაადრევად მიატოვა, 89,7% 15-17 წლის ახალგაზრდაა. შიდა ქართლში ეს მაჩვენებელი 93,0%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, ხოლო ყველაზე დაბალი –კახეთში დაფიქსირდა (86,1%). ქვეყნის მასშტაბით კაცებში ეს მაჩვენებელი 90,9%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი წილი, ისევე როგორც ქალებში, შიდა ქართლში დაფიქსირდა (96,5%), ხოლო ყველაზე დაბალი – აჭარაში (87,4%).

4. 15-29 წლის ახალგაზრდების ინფორმირებულობა

კვლევიდან ირკვევა, რომ 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 66.9% ფლობს ინფორმაციას სკოლაში ჩარიცხვის მექანიზმისა და მისი სერვისების შესახებ, ხოლო 56.8% – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მექანიზმისა და მისი სერვისების შესახებ. ახალგაზრდების 17.7% საერთოდ არ ფლობს ამ ინფორმაციას არც-ერთი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ. სქესის ჭრილში განხილვისას აღმოჩნდა, რომ 15-29 წლის ახალგაზრდა ქალები უფრო ინფორმირებულნი არიან სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში ჩარიცხვის მექანიზმისა და მათი სერვისების შესახებ, ვიდრე კაცები. ახალგაზრდა ქალების 73,9% და ახალგაზრდა კაცების მხოლოდ 59,8% ფლობს ინფორმაციას სკოლაში ჩარიცხვის მექანიზმისა და მისი სერვისის შესახებ, ქალების 60,2% და კაცების მხოლოდ 53,3% არის ინფორმირებული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.

5. ახალგაზრდების ინფორმირებულობა მობილობის შესახებ

საქართველოში ბევრ ახალგაზრდას სურს ისწავლოს საზღვარგარეთ მოქმედ უნივერსიტეტებში. უცხო ქვეყნებში განათლების მიღების შემდეგ სტუდენტები მნიშვნელოვან ცოდნას და უნარ-ჩვევებს იძენენ, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. ამასთან, უცხო ქვეყნებში მიღებული განათლება მათ საზღვარგარეთ დასაქმების შანსსაც აძლევს. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას ფლობს 15-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 33,8%.

სქესის მიხედვით, ახალგაზრდა ქალების მეტი წილი (39,1%) ფლობს ამ ინფორმაციას, ვიდრე ახალგაზრდა კაცების (28,4%). რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი მერყეობს 16,6%-დან 44,0%-მდე. რეგიონებში უფრო მეტად ინფორმირებული არიან აჭარის და თბილისის ახალგაზრდები, შესაბამისად 44,0% და 43,7%, ხოლო ყველაზე ნაკლებად – სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდები, მათი მხოლოდ 16,6% ფლობს ამ ინფორმაციას.

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადა 15-29 წლის ახალგაზრდების 25,8%-მა. მათგან პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ინტერნეტის საშუალებით შეეცადა 57,7%, ნაცნობ–მეგობრებში – 21,7%, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან – 12,7%-მა, ხოლო პრესის საშუალებით – 7,3%. პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში შედარებით აქტიური იყვნენ ქალები. ახალგაზრდა ქალების 27,9%-მა, ხოლო კაცების 23,6%-მა სცადა ამ ინფორმაციის მოძიება, თუმცა ინფორმაციის მოპოვებას ორივე სქესის ახალგაზრდები ერთნაირი საშუალებებით ცდილობდნენ: ინტერნეტით ეძებდა ქალების 56,9% და კაცების 58,7%, ნაცნობ მეგობრებში – ქალების 21,2% და კაცების 22,4%, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან – ქალების 13,8% და კაცების 11,3%, პრესის საშუალებით – როგორც ქალების, ასევე კაცების 7,3%.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური