GE

პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯაროში გადაყვანა შესაძლებელი აღარ იქნება

პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანა შესაძლებელი არ იქნება. ამის შესახებ ექსკლუზიურად Aris.ge-განათლებას საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყბაში განმარტავენ, აღნიშნულ რეგულაციაზე სამინიტროს შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს და საკითხზე დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

რეგულაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ იმ პირველკლასელთა მშობლები, რომლებმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო შვილები კერძო სკოლაში მიიყვანეს, ერთი ან ორი სემესტრის გასვლის შემდეგ ბავშვის ისევ საჯარო სკოლაში გადაყვანას გეგმავდნენ. ეს კი კანონმდებლობით ან რაიმე რეგულაციით აქამდე შეზღუდული არ ყოფილა.

როგორც Aris.ge- განათლებამ რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში გაარკვია, ასეთი მოსწავლის კერძო სკოლიდან საჯაროში გადასვლა უპრობლემოდ ხდება, თუ მიმღებ სკოლას შესაბამისი ადგილები გააჩნია.

როგორც ცნობილია, კანონის მოქმედი და ახალი რეგულაციით, პირველკლასელები მხოლოდ ის ბავშვები გახდნენ, ვისაც 6 წელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 14 სექტემბრამდე შეუსრულდათ. თუმცა, რადგან კერძო სკოლები სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ და რამდენიმე მათგანში სწავლა 14 სექტემბრის შემდეგ წყება, ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ და ამავდროულად 6 წელი კერძო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მაინც ეძლეოდათ.

პირველკლასელთა მობილობის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებული არც მშობლები არიან, რომელთაც შვილები კერძო სკოლაში მხოლოდ იმიტომ შეჰყავთ, რომ მათ შვილს დღეს მოქმედი კანონის თანახმად ერთი წელი არ გაუცდეს.

კერძო სკოლები იმ პატარების მიღებას შეძლებენ, რომლებიც საჯარო სკოლებში ასაკის გამო ვერ შევლენ

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური