თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთაძე გახდა.
ის რექტორის მოვალეობას იქამდე შეასრულებს ვიდრე უნივერსიტეტს ახალი რექტორი არ ეყოლება. რექტორის არჩევნები კი 20 აგვისტოს არის ჩანიშნული.
არჩევნებში მონაწილეობა სულ 967–მა დელეგატმა მიიღო.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე კენჭს იყრიდა 4 პირი. კენჭისყრის შედეგად მათ მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ცირა ბარამიძე – თსუ–ის პროფესორი – 107 ხმა
- ლევან გორდეზიანი – თსუ–ის პროფესორი – 236 ხმა
- დარეჯან თვალთვალაძე – თსუ-ის რექტორის მოადგილე და პროფესორი – 526 ხმა
- გიორგი ანდრიაძე – თეოლოგიის დოქტორი, საპატრიარქოს წმინდა ანდრია –პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 39 ხმა
გაბათილდა 59 ბიულეტენი, რომელიც გადახაზული იყო.
დარეჯან თვალთვაძე – დაიბადა 1958 წლის 20 მაისს.
აკადემიური თანამდებობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
განათლება:
1976-1980 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი
სამუშაო გამოცდილება:
2015 – დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
2012 – დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ხელმძღვანელი;
2010 – 2015 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
2006 – 2010 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
2006 – 2012 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2004 – 2006 წწ.– თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;
2006 – 2006 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;
2005 – 2005 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
1988 – 2004 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია „ორიონის“ მეცნიერ–თანამშრომელი;
1982 – 1988 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორი “ორიონის” უფროსი ლაბორანტი.
ქეთი არის© გიგოლაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება