თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. დღეს უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 დელეგატი უნდა აირჩიონ. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 18:00 საათზე დაიხურება.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს გამოაცხადებს.
მისივე განცხადებით, არჩევნები ამ წუთებში 13 უბანზე მშვიდობიანად მიმდინარეობს და უნივერსიტეტში ყველა სამსახური მობილიზებულია.
არჩევნებს აპროტესტებენ აუდიტორია 115-ის წევრები. ისინი კვლავ პიკეტირების რეჟიმში რჩებიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა. ასევე, მათი მოთხოვნაა სტუდენტური საცხოვრებლების კეთილმოწყობა.
აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში გუშინ შეიჭრნენ, აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ და 1 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას გეგმავენ.
„ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი. პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება,“ – აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი ჯავახაძე.
რაც შეეხება თსუ-ის თვითმმართველობის პოზიციას, მათი ინფორმაციით, აუდიტორია 115 დღეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში პროვოკაციებს გეგმავს. ისინი უსაფრთხოების სამსახურს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.
,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა
თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია
წყარო: rustavi2
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება