ვის შეიძლება მოეხსნას მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება – მინისტრის კომენტარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არის სურვილი, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ გეგმავენ, მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ.
ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა
„მე–12 კლასი რჩება, ჩვენთან მოთხოვნა არის ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის, მათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად. თუმცა, ჩვენი სურვილი არის, რომ ვინც არ მიდის უმაღლესში, იმას ეს სავალდებულო 12 წელი მოეხსნას. ამის მსურველები არიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ და უამრავი ხალხი წავა პროფესიულში, მე გაძლევთ ამის პირობას,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ
- დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს by ARIS.GE-განათლება
- „ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა“ – როგორ შევარჩიოთ სასწავლო პროგრამები სწორად by რჩევები
- გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი და შეფასების კრიტერიუმები by ARIS.GE-განათლება