პოპულარული ქართულ-ევროპული კერძების მომზადებისა და საკონდიტრო ხელოვნების პროფესიული კურსები
კულინარული სტუდია „ერა“ გთავაზობთ პოპულარული ქართულ-ევროპული კერძების მომზადების და საკონდიტრო ხელოვნების პროფესიულ კურსებს.
გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით პროფესიონალურად შეისწავლით თქვენს მიერ შერჩეული მიმართულების კერძების და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიას,რაც ამ სფეროში წარმატებით დასაქმების საშუალებას მოგცემთ.
ქართულ-ევროპული კერძების და საკონდიტრო საქმის კურსის გავლისას მსმენელი პროფესიულ დონეზე შეისწავლის:
- პროდუქტის პირველად დამუშავებას,
- კერძების და საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას და სერვირებას.
- შესაბამისი კერძების და საკონდიტრო ნაკეთობების მოსამზადებლად საჭირო მარაგების შევსებას,
- კალკულაციის შედგენის წესებსა
- საწარმო პროცესის მართვას ჰიგიენის და საკვების უსაფრთხოების დაცვით.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან სტაჟირებას ქალაქის პრესტიჟულ რესტორნებში, რაც მისცემს მათ საშუალებას წარმატებით დასაქმდნენ შესაბამის დარგში.
ქართულ ევროპული სამზარეულოს კერძების შესწავლა: 580 ლარი
საკონდიტრო ხელოვნება: ფასი ინდივიდუალური
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ კულინარული სტუდია „ერას“ სერტიფიკატი.
საუკეთესო სტუდენტები კი დასაქმდებიან!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს