GE
აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამა
აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამა - ჩაერთეთ აქციაში «ორი მეგობარი» და მოემზადეთ ეროვნული გამოცდებისთვის ნახევარ ფასად!
 
„ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ზოგადი უნარები
  • უცხო ენა
თითოეულ საგანში აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსზე სწავლების საფასური შეადგენს:
  • 1 საგანში _ 80 ლარი
  • 2 საგანში _ 150 ლარი
  • 3 საგანში _ 200 ლარი
სექტემბრის ბოლომდე მოქმედებს აქცია ,,ორი მეგობარი”, რომლის ფარგლებშიც  აბიტურიენტს შეუძლია მოიყვანოს თავისი მეგობარი და მიიღოს 50% ფასდაკლება, ანუ ორივე მათგანი ნაცვლად 160 ლარისა (80+80) გადაიხდის 120 ლარს (80+40).
 
რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც ისინი დონეების მიხედვით გადანაწილდებიან ჯგუფებში. სემესტრის ბოლოს ჩატარდება შიდა გამოცდა განვლილი მასალის შესამოწმებლად და განსამტკიცებლად, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჯგუფის დონის შეცვლა.
 
სწავლა დაიწყება ოქტომბერში და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.
 
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ (გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი)
 
ხარისხიანი განათლება წარმატებული მომავლის საწინდარია.
 
ჩადე ინვესტიცია მომავალში
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები