GE
ოპერატორის ხელოვნების შემსწავლელი პროგრამა
ღირებულება: 180 ლარი
„ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს მიღებას ოპერატორის ხელოვნების შემსწავლელ პროგრამაზე.
 
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს: დაეუფლებიან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის და ჟურნალისტებთან (ან პროდიუსერებთან) ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან გადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესებს,  შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ისწავლიან ლაბორატორიულ-სტუდიურ საქმიანობას, ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტის დაგეგმვა-მართვას, სატელევიზიო სიუჟეტის და ვიდეორგოლის დამზადებას, გაეცნობით ტელე და რადიო მონტაჟის სპეციფიკას და ა.შ.
 
სწავლის დაწყებისთანავე მსმენელები ჩაერთვებიან ახალ მედიაპროექტში „PoziTV.ge”
 
პროგრამის კომპონენტები და შესასწავლი საკითხები
  1. კადრის კომპოზიცია
  2. ვიდეო კამერის ტექნიკური შესწავლა
  3. განათების ხელოვნება
  4. ვიდეო ფორმატები
  5. გუნდური მუშაობა
  6. საინფორმაციო პროგრამაზე მუშაობის ხერხები
  7. გადაღების ადგილის შერჩევა ლოკაციები
  8. ურთიერთობა გადამღებ ჯგუფთან
  9. სტუდიური გადაღებები
  10. ვიდეომონტაჟი
  11. ჟურნალისტიკა და ოპერატორის ხელოვნება
სურვილის შემთხვევაში, მსმენელები გაივლიან  სტაჟირებას პორტალზე sazogadoeba.ge უფასოდ!
 
მსმენელის მიერ შექმნილი მასალა გამოქვეყნდება პორტალზე sazogadoeba.ge
  
ღირებულება 180 ლარი თვეში. სრული კურსის ღირებულება (1800). კურსის ღირებულების გადახდა წარმოებს წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით როგორც ყოველთვიური, ასევე კვარტალური, ან წლიური შენატანის სახით
 
სრული კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
 
ჩაწერა წარმოებს წინასწარ!
 
კურსის ბოლოს საგამოცდო ნამუშევრის წარდგენის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი
 
მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები