GE
სამაგისტრო პროგრამები ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლაში
ღირებულება: 2250 ლარი
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების მეორე საფეხური - მაგისტრატურა.
  • ეკონომიკა - სწავლის საფასური 2250 ლარი.
ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
 
პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს მრავალმხრივი და ღრმა ფუნდამენტური ცოდნა ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის სფეროში, გამოუმუშაოს ეკონომიკური პრობლემებისა კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები; ცოდნა თანამედროვე ეკონომიკური სისტემის ანალიტიკური, მმართველობითი, ეკონომიკური და საპროგნოზო საქმიანობის შესახებ.
 
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. კურსდამთავრებულებს, როგორც პროფესიონალ ანალიტიკოს ეკონომისტებს, შეუძლიათ, იმუშაონ როგორც _ სახელმწიფო მართვის ორგანოების, სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფირმებში, ასევე სამეცნიერო ანალიტიკურ და სასწავლო ცენტრებში მკვლევარებად.
  • ბიზნეს ადმინისტრირება - სწავლის საფასური 2250 ლარი.
ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი
 
პროგრამის მიზანია, სტუდენტებს გამოუმუშავდეთ თანამედროვე გლობალური საქმიანი გარემოსათვის დამახასიათებელი ბიზნესის ადმინისტრირების უნარ-ჩვევები.
 
პროგრამა ემსახურება კარიერაში წარმატების მიღწევისათვის შესაბამისი ბიზნეს ქცევებისა და მართვის პროცესების ტექნოლოგიების მცოდნე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ეფექტურ მართვას, სტრატეგიების დაგეგმვას, ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარებას და კვლევების წარმართვას. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. პროგრამის კურსდამთავრებულს, როგორც პროფესიონალ ანალიტიკოსს და მენეჯერს შეუძლია იმუშაოს ბიზნესისა და აკადემიურ სფეროებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფირმებში, დაიკავოს ფირმის ხელმძღვანელის თანამდებობა, იყოს პროექტების მენეჯერი და ექსპერტი.
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები