GE
საბანკო საქმის კურსი და უფასო სტაჟირება
ღირებულება: 180 ლარი
ტრეინინგ-ცენტრი "ELCml" გთავაზობთ საზაფხულო ინტენსიური სწავლები პროგრამას "საბანკო საქმე", უფასო სტაჟირებით სააქციო საზოგადოება "პრივატბანკი (საქართველო)"-ში დასაქმების პერსპექტივით.
პროგრამის აღწერა:
ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში "საბანკო საქმე" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის დისციპლინაა. საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში წარმატებული ეკონომიკური საქმიანობა დიდადაა დამოკიდებული მოცემული სფეროს სათანადო განათლების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფაზე. განვითარებული ფულად-საკრედიტო ზოგადად კი, საბანკო სისტემის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა.

სასწავლო კურსი მსმენელს მისცემს ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო საბანკო ბიზნესის ეფექტიანი მართვისათვის და რა პრობლემები წარმოიშობა საბანკო სფეროში. ტრეინინგ კურსი მსმენელს დაეხმარება საბანკო საქმის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ტრეინინგ კურსის შინაარსი:
  • შესავალი სასწავლო კურსში;
  • საკრედიტო ურთიერთობები/საბანკო საქმიანობის საფუძველი;
  • საქართველოს საბანკო სისტემა; ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები;
  • კომერციული ბანკების რესურსები;
  • კომერციული ბანკის აქტივები;
  • საბანკო ლიკვიდობა;
  • ბანკის საკრედიტო ოპერაციები და მათი ორგანიზება;
  • კომერციული ბანკების საშუამავლო ოპერაციები;
  • საბანკო მომსახურების თანამედროვე ხერხები;
  • აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საბანკო სისტემები;
  • ბანკის კლიენტების ბაზა. საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება;
  • ბანკის საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტი.
სრული კურსის ბოლოს, ტესტირების შედეგად, გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ტრენინგ-ცენტრი "ELCml"-ის მიერ; სერთიფიკატი სტაჟირების შესახებ სს "პრივატბანკი (საქართველო)"-ს მიერ; რეკომენდაცია მოთხოვნისამებრ.

ტრენერი: მზევინარ ნოზაძე, სტუ-ს და თსუ-ს "საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმე" მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
სწავლების ხანგრძლივობა: 12 ლექცია, 18 საათი.
ღირებულებაში შედის სასწავლო მასალების და სერთიფიკატის ხარჯები.
სტაჟირება უფასოა!

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elcmlvacancy@gmail.com საგნის ველში სასწავლო პროგრამის დასახელების მითითებით!

რეგისტრაციისათვის, ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები