GE

მელიქიშვილის 18,                           ტელ.: (+995) 599 13 17 91           ელ-ფოსტა: [email protected]
ბარნოვის №3,                                                (+995) 558 10 13 36           ვებ-გვერდი: www.uniko.ge
წერეთლის გამზირი №1                              (+995) 574 02 11 00           ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
                                                                          (+995 32) 2 22 67 03

მეტი
საბანკო საქმის კურსი ლიბერთი ბანკში სტაჟირებით და დასაქმებით
UNIKO გთავაზობთ საბანკო საქმის კურსს, სტაჟირებას: ლიბერთი და ვითიბი ბანკში, მ/ს GOA კრედიტში - დასაქმებით!
 
კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.
 
საჩუქარად! ჩვენთან საბანკო საქმის კურსის გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გთავაზობთ EXCEL პროგრამის 150-ლარიანი პაკეტის უფასო სწავლებას.
 
მხოლოდ UNIKO-ში, საბანკო საქმე + ბანკში უფასო სტაჟირება (ლიბერთი ბანკი)!
 
სწავლება ქართულ და რუსულ ენაზე!
 
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია სტუდენტებისთვის საბანკო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მომსახურების სახეების, ბანკის მართვის, საფინანსო შედეგების ასახვის, ანალიზის და შეფასების საბაზო საფუძვლების სწავლება; აგრეთვე იმ ეკონომიკური, სამართლებრივი და ზედამხედველობის პრინციპების დაუფლება, რომლებიც წარმოადგენს საქართველოში კომერციული ბანკების ფუნქციონირების საფუძველს და განსაზღვრავს მათ საქმიანობას.
 
კურსის შინაარსი (თეორია):
  • საბანკო სისტემა და მისი არსი - ბანკების წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები, საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ისტორია, საბანკო სისტემის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკურ ცხოვრებაში
  • ცენტრალური და კომერციული ბანკები - ცენტრალური და კომერციული ბანკების მნიშვნელობა და განსხვავება, მათი ფუნქციები და როლი ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვაში
  • კომერციული ბანკების საქმიანობის სახეები - კომერციული ბანკების აქტიური და პასიური ოპერაციები, ბანკების შემოსავლების ფორმირება და განაწილება
  • საბანკო პროდუქტები - საბანკო პროდუქტების არსი და სახეები, მათი მნიშვნელობა და განვითარების ეტაპები
  • საბანკო კრედიტები - საბანკო კრედიტების სახეები, დაკრედიტების პრინციპები და მნიშვნელობა
  • საბანკო ოპერაციები - ბანკების საოპერაციო პროდუქტები, ანაბრები, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სისტემები, ბანკთაშორისი საკორესპონდენტო ურთიერთობები
  • თანამედროვე საბანკო პროდუქტები და ტექნოლოგიები - პლასტიკური ბარათები, დისტანციური საბანკო მომსახურება და ინტერნეტ ბანკინგი, პერსონალური საბანკო მომსახურება,
პრაქტიკული გამოცდილება:
  • საბანკო ზედამხედველობა - არის საბანკო ზედამხედველობის სამსახური, კაპიტალის ადეკვატურობა, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, ბანკის კაპიტა;ლის შემადგენელი ელემენტები
  • საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტები - ბაზელის კომიტეტი, მისი არსი, წარმოშობის ისტორია და ზედამხედველობის სტანდარტების სახეები
  • საბანკო რისკების სახეები, საბანკო რისკების მართვა - რისკის თეორია და რისკ-მენეჯმენტი კომერციულ ბანკში საკრედიტო რისკი, საბაზრო და საპროცენტო რისკები, სავალუტო რისკი, საოპერაციო რისკი, სამართლებრივი რისკი, რეპუტაციის რისკი
  • კრედიტის დამტკიცება-დამუშავების მექანიზმები - საკრედიტო განაცხადის განხილვისა და დამტკიცების საფეხურები, საკრედიტო კომიტეტი, ე.წ. „სქორინგის“ სისტემა
  • ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენის მექანიზმი - ოფიციალური გაცვლითი კურსის არსი და მნიშვნელობა, კურსის დადგენის პრინციპები და მექანიზმი
  • ბანკში მუშაობის პრინციპები და ღირებულებები - ბანკში მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განვითარების პერსპექტივები და ორგანიზაციის ღირებულებებზე აგებული კარიერა
კურსის გავლის შედეგები:
ცოდნა და გაცნობიერება. სტუდენტმა იცის:
  • ბანკის, საბანკო სისტემის არსი და საბანკო სისტემის მდგომარეობა საქართველოში;
  • ცენტრალური და კომერციული ბანკების ფუნქციების და ფუნქციონირების საფუძვლები;
  • კომერციული ბანკების რეგულირება საქართველოში;
  • კომერციული ბანკის ბალანსის სტრუქტურა, მისი პასიური და აქტიური ოპერაციები;
  • კომერციული ბანკის ლიკვიდობა და გადახდისუნარიანობა;
  • უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა კომერციულ ბანკში;
  • დაკრედიტების სისტემის საფუძვლები; დაკრედიტების პროცესი კომერციულ ბანკში;
  • დაკრედიტების სახეები და უზრუნველყოფის ფორმები;
  • კომერციული ბანკის სხვადასხვა ოპერაციები; ანალიზისა და ანგარიშგების სისტემა კომერციულ ბანკში;
  • კომერციული ბანკის კონტროლის სისტემები; კომერციული ბანკის დაკრედიტების პროცესის ეტაპები;
  • მსესხებლების (იურიდიული და ფიზიკური პირების) კრედიტუნარიანობის შეფასების სისტემები;
  • თანამედროვე საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების სახეები;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სტუდენტს შეუძლია:
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების, მისი ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე საბანკო საქმის პროცესში წარმოშობილი პრობლემების ანალიზი;
  • საბანკო მენჯემენტთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება;
  • კომერციული ბანკის ბალანსის ანალიზი;
  • კომერციული ბანკის აქტივების კლასიფიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის შესაბამისად;
  • კომერციული ბანკის ლიკვიდობის, გადახდისუნარიანობის და მათზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და შეფასება;
  • საგადამხდელო სისტემების, უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტების და კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • საბანკო კრედიტის ფასის განსაზღვრა და პროცენტების დარიცხვის მეთოდების გამოყენება;
  • საბანკო რისკების კლასიფიკაცია;
  • შესაბამისი სტაჟირების გავლის შემდეგ საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად ჩატარება.
კურსს უძღვება: საბანკო საქმის ექსპერტი, დავით კიკვიძე,
პროფესორი: თეა მელაძე.
 
ფუნქციონირებს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფები.
 
ჩვენ არაერთი წარმატებით კურს დამთავრებული გვყავს დასაქმებული წლების მანძილზე. მსმენელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს როგორც ფასიანი ასევე უფასო პრაქტიკები. პრაქტიკის დროს მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში მსმენელები შეისწავლიან ლოანკიპერის პროგრამას .

აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.
კურსები გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის. მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2024
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, რუსული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები