GE
“ადრეული ინკლუზიური განათლება“ - ფასდაკლება სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსზე
ღირებულება: 230 ლარი

ITC- აკადემიაში დაიწყო მიღება სპეც. მასწავლებლების  სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსზე : „ადრეული ინკლუზიური განათლება“

რეგისტრაცია მიმდინარეობს 20-მარტამდე 60%-მდე ფასდაკლებით!  მიმდინარე ფასდაკლებით ტრენინგ-კურსზე 690 ლარის!  ნაცვლად გადაიხდით 230 ლარს!ადგილები შეზღუდულია!

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

 ინკლუზიური განათლება  მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

კურსის აღწერა:
კურსის მსვლელობისას გექნებათ საშუალება, მიიღოთ თანამედროვე თეორული და პრაქტიკული ცოდნა ადრეული ინკლუზიური განათლების და იმ სირთულეების შესახებ, რომელთაც შესაძლოა, პრაქტიკული მუშაობის დროს შეხვდეთ.

თქვენ გაეცნობით განვითარების დარღვევებსა და იმ ტექნიკებს, რომელთა გამოყენებითაც შეგეძლებათ, დახმარება გაუწიოთ სხვადასხვა სირთულის მქონე ბავშვებს.

სალექციო სილაბუსი მოიცავს შემდეგი საკითხების განხილვას: 

  • ინკლუზიური განათლების არსი
  • ბავშვის განვითარება
  • კოგნიტური განვითარება
  • ენის მეტყველების და კომუნიკაციური უნარების დარღვევები
  • მოტორული განვითარება
  • თვითმომსახურების უნარები
  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • ინტელექქტუალური განვითარების დარღვევები
  • აუტისტური სპექტრის დარღვევა
  • ცერებრული დამბლა
  • კუნთური დისტროფია
  • ტიკური აშლილობა
  • მხედველობის და სმენის დარღვევები
  • ეპილეფსია
  • შფოთვითი და ობსესიურ კომპულსური აშლილობები
  • თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში
  • დადებითი განმტკიცება
  • ფსიქოლოგიური ტრავმის გადამუშავების საფეხურები
  • კომუნიკაციის უნარები


სალექციო კურსი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

ყოველი ლექციის შემდეგ გადმოგეგზავნებათ  ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული თეორიული ელექტრონული მასალები!

სწავლება მოიცავს როგორც ქეისების განხილვას, ასევე ვიდეო და ელექტრონულ წყაროებს. 

კურსს წარუძღვება: პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფსიქოტრავმატოლოგიის) მაგისტრანტი, ნინო ჯორბენაძე.

კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა, (20 სალექციო საათი).
ლექციის ხანგრძლივობა: 2სთ.30წთ
შეხვედრები ჩატარდება: შაბათს -კვირას 12:00სთ.ზე.
ლექციებზე დასწრება შეგიძლიათ როგორც აუდიტორიაში(ადგილზე), ასევე შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმით ლექციებზე ჩართვა.
კურსი დაიწყება: 6 აპრილს !

კურსი განკუთვნილია : სპეც. მასწავლებლებისთვის; ინდივიდუალური ასისტენტებისთვის;სპეც. მასწაველებლობის ან პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მსურველთათვის; სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისთვის; ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის; სოც. მუშაკებისთვის, ექიმებისთვის და ასევე ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი იურიდიული ძალის მქონე  სერტიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე! 

ITC აკადემია გასცემს ორენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს, რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში და გამოიყენებთ დასაქმებისთვის!
    
იმისათვის რომ, ისარგებლოთ მიმდინარე აქციით -აუცილებელია 20-მარტამდე რეგისტრაცია  და კურსის  საფასურის ნაწილი თანხის (20 ან 30ლარის)ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ  20- მარტამდე, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე, ხოლო სრულად გადაიხდით ტრეინინგის დაწყებისას!(შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც) 

ასაკი შეუზღუდავია!!! ენდეთ „ITC"-აკადემიის უკვე 10-წლიან გამოცდილებას! გამოიყენე „ITC"-აკადემიაში მიღებული ცოდნა და სერთიფიკატები დასაქმებისთვის და კარიერული განვითარებისთვის! 
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები