1 419 სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან სრულად დისტანციური გახდა და 4 ნოემბერს ისევ სკოლებში განახლდება
სკოლები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე დღეიდან გადავიდნენ, სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში მომავალი კვირის ოთხშაბათს, 4 ნოემბერს განაახლებენ.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, აჭარის რეგიონის გარდა, საარჩევნო უბანი 1 419 სკოლაშია განთავსებული.
„როგორც მოგეხსენებათ, სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა, ასეთია 1419 სკოლა და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე, რადგან დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათს და სამშაბათს უკვე არჩევნების შემდეგ, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და შესაბამისად დღეის სწორს, შემდეგი კვირის ოთხშაბათს, სწავლა ამ სკოლებში უკვე ჩვეულ ფორმატში განახლდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
რომელ სკოლებსა და ბაღებში გაგრძელდება სწავლა დისტანციურად არჩევნების გამო – სია
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება