108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა – სკოლების ჩამონათვალი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია და აგვისტოდან სასწავლო დაწესებულებები მათ დასახვედრად მზადებას დაიწყებენ. როგორც წინასწარი განცხადებებით ხდება ცნობილი, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან ტრადიციულად საჩუქრად მიიღებენ კომპიუტერებს და სახელმძღვანელოებს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა სტატისტიკით, რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ჯამში რამდენი პირველკლასელია ქვეყანაში. ასევე იმ სკოლების ჩამონათვალით, რომლებმაც ყველაზე მეტი ბავშვის მიღება შეძლეს და ასევე სკოლების სიით, სადაც არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, 2019-20 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებულია 53 506 ბავშვი, აქედან საჯარო სკოლებში – 47 563, შესაბამისად კერძო სკოლებში – 5 943.
უწყების ცნობით, საჯარო სკოლების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციებმა სკოლებში პირველკლასელთა მისაღები კონტინგენტის ზღვრული ოდენობები განსაზღვრეს, რაც ჯამში 73 814 იყო, ანუ თუ გავითვალისწინებთ დარეგისტრირებული ბავშვების რიცხვს, გამოდის, რომ სკოლებში 20 308 ადგილი ვაკანტური დარჩა.
ვაკანტური ადგილები ძირითადად რეგიონების სასწავლო დაწესებულებებზე მოდის. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოგვაწოდა 108 საჯარო სკოლის სია, სადაც 2019-20 სასწავლო წლისათვის არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. რეგიონებს შორის ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა და ხულოს მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა. ზოგადად აღნიშნული სტატისტიკითაც შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა. პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა, ამბროლაურის – 6 საჯარო სკოლა. დუშეთის – 7 საჯარო სკოლა; სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე 10 საჯარო სკოლა და ა.შ.
ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ 1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი სკოლა სულ 1 056-ა მათ შორის 45- მდე კერძო სკოლაა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლებში დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, რეგისტრაცია 1371 ბავშვს გაუუქმდა, აქედან 982-მა განმეორებითი რეგისტრაცია გაიარა მე-4 ეტაპზე, ძირითადად საჯარო სკოლებში.
სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა:
სსიპ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლა
სსიპ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №2 საჯარო სკოლა
სსიპ – აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა
სსიპ – აფხაზეთის №22 საჯარო სკოლა
სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლა
სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლა
სსიპ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლა
სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლა
სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლა
სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №3 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა
სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლა
სსიპ – ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლა
სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლა
სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს საჯარო სკოლა
სსიპ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის №2 საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლა
სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №2 საჯარო სკოლა
სსიპ – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლა
სსიპ – აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა
სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა
სსიპ – გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა
სსიპ – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა
სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა
სსიპ – ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლა
სსიპ – შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლა
სსიპ – ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლა
სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა
სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა
სსიპ – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლა
სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №2 საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა
სსიპ – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლა
სსიპ – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურების საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლა
სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლა
სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბორის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლა
სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
სსიპ – როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლა
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა
სსიპ – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის საჯარო სკოლა
სსიპ – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლა
სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამოვანის საჯარო სკოლა
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება