12 წლის ბიჭმა სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო და გინესის რეკორდსმენი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მემფისში მცხოვრებმა მოზარდმა სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 12 წლის ჯეკსონ ოსვალტმა (Jackson Oswalt) თავის ატომურ რეაქტორზე მუშაობა, წინამორბედი რეკორდსმენის, ტეილორ უილსონის (Taylor Wilson) მიღწევების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა დაიწყო. ჯეკსონის წინამორბედმა მიზნის მიღწევა 14 წლის ასაკში შეძლო. ახლა ოსვალტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ამ რეკორდის დამყარება შეძლო.
მოზარდის თქმით, მან მთელი სამუშაო თვითონ შეასრულა. მან ახსნა, რომ პროექტზე ორი წლის მანძილზე მუშაობდა. ამ დროის მანძილზე ის ბევრ პრობლემას შეეჯახა, რაც მის მუშაობის პროცესს აფერხებდა.
,,პროექტი ძალინ რთული იყო. ყველაზე მეტად იმის გაგება გამიჭირდა, თუ როგორ დამემზადებინა ჰაერგაუმტარი იზოლაცია. ამ ამოცანის გადასაჭრელად მე დაახლოებით ნახევარი წელი დამჭირდა“, – ამბობს მოზარდი.
სირთულეების მიუხედავად, ბიჭმა განაგრძო თავისი საქმიანობა. ჯეკსონის მშობლების მის წამოწყებას მხარს უჭერდნენ და შვილს გვერდში ედგნენ.
,,ახალ ეტაპზე გადასვლამდე მე ყველაფერს ვგუგლავდი’’, – განაცხადა ბიჭის დედამ. მისი აქტიურობა ინტერნეტ სივრცეში გასაგებიცაა, მის სახლში ხომ ატომური რეაქციები ტარდებოდა. ქალბატონი ხაზს უსვამს, რომ ჯეკსონი თითოეულ თავის ქმედებას დეტალურად ხსნიდა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან