175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტის გულშემატკივარი ბავშვი შეუძლოდ გახდა
ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა. 9 წლამდე ბიჭს გული წაუვიდა და საგამოცდო ცენტრთან მდგარი სასწრაფო დახმარების ჩარევა გახდა სჭირო. როგორც ცენტრში მყოფი გულშემატკივრები აღნიშნავდნენ ბავშვი თამაშის დროს მოულოდნელად გახდა ცუდად.
EDU.ARIS.GE-ს სასწრაფოს პერსონალმა განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და გულის წასვლის მიზეზი მზის ქვეშ დიდი ხნით გაჩერება შეიძლება ყოფილიყო. საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა კი მოუწოდეს გულშემატკივრებს, თავი შეიკავონ მცირეწლოვნებთან ერთად მოსვლაზე და დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროა წარმომადგენლები გვთავაზობენ.
არსებული პანდემიისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმრავლე ყველა საგამოცდო ცენტრთან შეინიშნება, რის გამოც დისტანცის დაცვა ჭირს. გულშემატკივრებს შორის ხშირად არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომელთაც სიცხეში ყოფნა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს.
სიტუაცია საგამოცდო ცენტრებთან
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება



