18 მარტს აბიტურიენტთა 2020 წლის ცნობარში მესამე ცვლილება შევიდა
2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცვლილებები უკვე მესამედ შეიტანა. კერძოდ ცვლილება ეხება ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
იხილეთ ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში
იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2020
ცნობარის შეცვლილ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას თუ რომელმა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია და რომელმა ვერა.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის კითხვაზე შეიცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები კორონავირუსის გამო:
პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ის ჯერ ვერ ისაუბრებს, შეეხება თუ არა ცვლილება უმაღლესში მისაღები გამოცდების ვადებს.
“ამას ახლა ვერ გეტყვით, ამაზე მიმდინარეობს რამდენიმე სცენარზე მუშაობა, არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. აქ, მეორეს მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა და ვერ გადავლახეთ დროზე, იქ გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის. მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. მთავარია, რომ მართვადი, მათ შორის განათლების სფეროში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება