„19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება და სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადების თანახმად, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, 19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ.
ასეთი არჩევანის არსებობის შესახებ უმაღლესებმა გასულ დღეებში ჯერ პრემიერ გახარიასგან გაკეთებული განცხადების საფუძველზე მიიღეს ინფორმაცია, ხოლო მთავრობის მეთაურის განცხადების შემდეგ დამატებითი ინფორმაცია განათლების სამინისტრომაც გაავრცელა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.
“აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია – ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული”, – აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება