2-3 წუთით დაგვიანებულმა აბიტურიენტებმა გამოცდაზე შესვლა შეძლეს, ზოგიერთი კი უკან გააბრუნეს
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთი აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს. აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტის დედამ მაია ოთარაშვილმა განუცხადა, დაგვიანების მიზეზი ტრანსპორტი გახდა.
,,თიანეთიდან ჩამოვედით და ტრანსპორტის გამო შეგვეშალა ხელი, რის გამოც 10 წუთი დავაგვიანეთ და გამოცდაზე აღარ შეუშვეს. სხვა გამოცდებზე გავა და იმედია, ამ შემთხვევაშიც რამე გამოსავალი იქნება”, – განაცხადა დაგვიანებული აბიტურიენტის მშობელმა.
დაგვიანების ფაქტები დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით გახსნილ სხვადსხვა საგამოცდო ცენტრებშიც. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები ადგილიდან იტყობინებიან, იყო შემთხვევები, როცა აბიტურიენტები ბოლო წუთებში ცხადდებოდნენ ადგილზე. გარდა ამისა, რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც აბიტურიენტები 2-3 წუთის დაგვიანების მიუხედავად გამოცდაზე მაინც შეუშვეს.
ამასთან, ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და აბიტურიენტების რამდენიმე წუთით გვიან გამოცდაზე დაშვება ამანაც გამოიწვია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს სრულდება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება