2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში არც ერთი ქართული სასწავლებელი არ მოხვდა
ბრიტანულმა კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც მსოფლიოში არსებული უნივერსიტეტების რეიტინგებს იკვლევს, 2014 წლის საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კომპანიამ საუკეთესო უნივერსიტეტები 6 კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია:
1. ავტორიტეტულები სამეცნიერო კვლევების მიხედვით
2. აკადემიური პერსონალის თანაფარდობა სტუდენტების რაოდენობასთან
3. დამსაქმებლებს შორის სასწავლებლის რეპუტაცია
4. სამეცნიერო პუბლიკაციების ინდექსი
5. სასწავლებელში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა
6. სასწავლებელში უცხოელი პედაგოგების რაოდენობა
სულ რეიტინგში რვაასი სასწავლებელია თუმცა, სამწუხაროდ, მათ შორის არც ერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი არ მოხვდა.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს ის ასე გამოიყურება:
1. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
2. კემბრიჯი უნივერსიტეტი
3. ლონდონის იმპერიალური კოლეჯი
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი
5. ოქსფორდის უნივერსიტეტი
6. ლონდონის გლობალური უნივერსიტეტი
7. სტენფორდის უნივერსიტეტი
8. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
9. პრინსტონის უნივერსიტეტი
10. იელის უნივერსიტეტი
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი