2017 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია, მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.
როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ამ თანხიდან ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 609 მლნ ლარი, ეს ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებელ საჭირო ხარჯებს.
ცნობისთვის, გასულ წელს 2016 წლის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 9 920.0 მლნ ლარიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 975,2 მლნ ლარი.
განათლების ბიუჯეტიდან ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 572,9 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
2017 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საკანონმდებლო ორგანოში განხილმა 10 ოქტომბერს უნდა დაიწყოს.
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება