2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის ჩატარების განრიგი ცნობილია
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარების განრიგი ცნობილია. ოლიმპიადა 29 თებერვალს დაიწყება და 22 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
გაითვალისწინეთ, ცხრილში მოცემულია გამოცდის დაწყების დრო, ხოლო რეგისტრაცია დაიწყება ნახევარი საათით ადრე.
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური (გარდა გერმანული ენისა) ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ,,თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში“ (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N240), ხოლო გერმანულ ენაში – „გოეთეს ინსტიტუტში“ (მისამართი: ქ. თბილისი, ზანდუკელის №16), აღნიშნული ინფორმაცია დატანილი იქნება მოსწავლის საგამოცდო ბარათზე.
2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამოსაბეჭდად სკოლის დირექტორებმა უნდა გამოიყენენონ შემდეგი ბმული.
ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელიც მესამე ტურში დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდება რეიტინგული სიის ათეულში.
რაც შეეხება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობას, შეგიძლიათ იხელმღვანელოთ აღნიშნული ბმულით.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება