მობილობის შედეგები 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის დღეს გახდება ცნობილი
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები გამოქვეყნდება დღს, 11 თებერვალს 12:00 საათზე გახდება ცნობილი. მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე (www.students.emis.ge) – პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.
მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა დროულად წარადგინონ მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტები.
შეგახსენებთ, რომ მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
შეგახსენებთ, რომ მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან