2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დღეს იწყება – პროცედურა და ვადები
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, სტუდენტები ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეს 12:00 საათიდან შეძლებენ და რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება.
მობილობის საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, მობილობის შედეგები ცნობილი 11 თებერვალს გახდება.
მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა დროულად წარადგინონ მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტები.
შეგახსენებთ, რომ მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
შეგახსენებთ, რომ მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება