„2019 წლის საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემებით აღჭურვა დასრულდა” – ESIDA
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრების გაგრილება–კონდიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
სააგენტომ სამუშაოების დაგეგმვის მიზნით გამოყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული კონდიციონერების ფუნქციონირება და ელექტრო გაყვანილობის ქსელის გამძლეობა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები სრულიად აღმოფხვრილია: ცენტრების ნაწილში მოხდა საჭირო რაოდენობის კონდიციონერების დამონტაჟება, ნაწილს გადაეცა ვენტილატორები; სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უზრუნველყოფილნი არიან მობილური კონდიცირების სისტემით.
საჭიროებისამებრ გამოიცვალა ელექტრო სადენები და შეკეთდა დაზიანებული დანადგარები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაგრილების სისტემა იქნება ყველა საგამოცდო ცენტრში, გარდა ხულოში მდებარე ცენტრისა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება – განრიგი
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს – უფროსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 22 სექტემბერი არ უნდა გამოტოვოს
by ARIS.GE-განათლება