2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე პერიოდი.
მობილობის მსურველი სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოს შემდეგ ბმულს: students.emis.ge. აღნიშნული გვერდზე მსურველი დარეგისტრირებას 28 იანვრიდან შეძლებს, სწორედ ამ რიცხვიდან ამუშავდება სარეგისტრაციო ველიც.
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადად კი განისაზღვრა 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
ხოლო დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ელექტრონულად ასახვის ვადად დადგინდა 2021 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება