2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა 31 ივლისიდან დაიწყება – ვადები და ეტაპები
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა 31 ივლისიდან დაიწყება. სტუდენტებმა მობილობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge. ეს პორტალი ხელმისაწვდომი 31 ივლისიდან იქნება.
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
მას შემდეგ რაც, უმაღლესები წარმოადგენენ მობილობის მსურველებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების სიას, დაიწყება იმ აპლიკანტების ელექტრონული რეგისტრაცია, ვისაც მობილობით სურს სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ამ დროისთვის მობილობის მსურველებმა მობილობის შედეგები უკვე უნდა იცოდნენ.
იხილეთ ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მობილობასთან დაკავშირებით
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება