2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტური ელექტრონულად ჩატარდება – განრიგი
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტური 16 ნოემბრიდან ელექტრონულად ჩატარდება. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
პირველი ტური ჩატარდება ელექტრონული/ონლაინ ფორმით 09:00 საათიდან 20:00 საათის
ჩათვლით შემდეგი განრიგით:
16 ნოემბერს:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
- ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
- ფრანგულ ენაში.
17 ნოემბერს:
- ისტორიაში;
- ქიმიაში.
18 ნოემბერს:
- ინგლისურ ენაში;
- გერმანულ ენაში.
19 ნოემბერს:
- მათემატიკაში;
- ბიოლოგიაში.
20 ნოემბერს:
- გეოგრაფიაში;
- ფიზიკაში;
- რუსულ ენაში.
ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00-საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და მითითებულ ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.
იხილეთ თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა
იხილეთ ტესტირების ინსტრუქცია
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის ოლიმპიადის გამარჯვებული და საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ტურზე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის შემდეგ ტურში.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ვერ იპოვა მოსწავლე, როგორც დარეგისტრირებული, მან უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას დეტალების დასაზუსტებლად.
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება