2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გადავადდეს – გიორგი გახარიას განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განათლების ამუშავების ეტაპების შესახებ ცალკე პრეზენტაციას გამართავს და სწორედ იქ გახდება ცნობილი ყველა დეტალი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
პრემიერმა უპასუხა კითხვას ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ და განმარტა, რომ შესაძლოა იყოს ვადების ცვლილება.
“მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი არ ემუქრება, ჩატარდება. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდების ჩატარებისა, იქნება შენარჩუნებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლების შესახებ მას განმარტება არ გაუკეთებია.
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება