2020 წლის აბიტურიენტის ცნობარში მეოთხე ცვლილება შევიდა
2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებით მეოთხედ დაკორექტირდა ცნობარი, რომელსაც დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
იხილეთ ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში
იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2020
ცნობარის შეცვლილ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას თუ რომელმა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია და რომელმა – არა.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის კითხვაზე შეიცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები კორონავირუსის გამო:
პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ის ჯერ ვერ ისაუბრებს, შეეხება თუ არა ცვლილება უმაღლესში მისაღები გამოცდების ვადებს.
“ამას ახლა ვერ გეტყვით, ამაზე მიმდინარეობს რამდენიმე სცენარზე მუშაობა, არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. აქ, მეორეს მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა და ვერ გადავლახეთ დროზე, იქ გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის. მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. მთავარია, რომ მართვადი, მათ შორის განათლების სფეროში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან