2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ონლაინ რეჟიმში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩატარდება – რა ვარიანტებზე მუშაობენ სამინისტროში
იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუმჯობესდება, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ალტერნატიული წესით ჩატარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთი გამოცდის დისტანციურ რეჟიმში ჩაბარებაა, რისი შესაძლებლობაც ყველა დარეგისტრირებულ პირს უნდა მიეცეს.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა და დასძინა, რომ ჯერ სიტუაციას დააკვირდებიან.
„როგორც ვიცით და მინისტრმა დააანონსა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა აპრილის ბოლომდე, პროცესი მიმდინარეობს. გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენს მოქალაქეებს, მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას რა ფორმით და როდის ჩავატარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ონლაინ გამოცდის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე, ეს ვარიანტიც შესაძლებელია იყოს განხილული, ოღონდაც ეს იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს, ვინც დარეგისტრირებულია დისტანციურად, რომ ონლაინ ჩააბაროს გამოცდა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შეთავაზება. წინასწარ ვერ გეუბნებით, გვაქვს გარკვეული შეთავაზებები, ვარიანტები, რომლებსაც განვიხილავთ. ბოლო ვარიანტზე, რომელზეც ჩამოვყალიბდებით რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ჩვენს მოქალაქეებთან, თუმცა იმედი გვაქვს, ივლისში ამის საჭიროება არ გვექნება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება