2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა:
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ სავარაუდოდ ივნისის ბოლოს.
ამასთან გამოქვეყნდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგიც:
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება და გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.
2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ტესტირების შედეგად სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება