2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადებს, ამ ეტაპზე ვადების ცვლილება არ განიხილება.
“ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის”, – ვკითხულობთ “ნაეკის” მიერ გავრცელებულ რელიზში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებული იყო შეევსო პირადი მონაცემები, აერჩიოა საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მოენიშნა სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
- დამტკიცდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2025 წელს სწავლების ხელშეწყობის პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- არჩევნები სტუდენტთა პროტესტის ფონზე – ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა by ARIS.GE-განათლება
- მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო by ARIS.GE-განათლება