2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
ამის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამაღთული ღია კარის დღის ფარგლებში მიაწოდა.
,,მარტის დასაწყისში უკვე ყურადღებით უნდა იყვნენ აბიტურიენტები, იმიტომ, რომ ამ დროისთვის ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ დროისთვის ცნობარიც მზად იქნება, სადაც მოცემული იქნება ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად. დღეს ასევე გავაკეთეთ რეგისტრაციის მოდელირება, რადგან ყოველ წელს არის შემთხვევები, სამწუხაროდ, როცა აბიტურიენტების ნაწილი, მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს, რომ რეგისტრაცია შესაბამისად ვერ გაიარა”, – განაცხადა სოფო გორგოძემ
მისივ თქმით დაანონსებული საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი შეიძლება ცნობართან ერთად, ან რამდენიმე დღით ადრეც გამოქვეყნდეს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ღია კარის დღეზე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვაბელებმა პირადად გააცნეს.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოდელირებული რეგისტრაცია გაევლოთ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან