2020 წლის გამოცდებისთვის ბიუჯეტიდან 9,3 მილიონი ლარი გამოიყო – რაში დაიხარჯა თანხის ყველაზე დიდი ნაწილი
2020 წლის გამოცდებისთვის, ბიუჯეტიდან 9,3 მილიონი ლარი გამოიყო და აქედან, ამ ეტაპისთვის, 8 880 000 ლარია დახარჯული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE–სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გახარჯული თანხის ყველაზე დიდი წილი პერსონალის ხელფასებზე მოდის.
როგორც ირკვევა, ცენტრის მიერ ორგანიზებული 2020 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების, საგრანტო კონკურსისა და პროფესიული ტესტირებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც 9,3 მილიონ ლარს შეადგენს, ითვალისწინებს გამოცდების ჩატარებას არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. გამოცდები, პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის, შემოდგომაზეც ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ და სხვა აქტივობებში დაიხაჯრება ის 420 000 ლარი, რაც ამ დროისთვის გამოცდების ბიუჯეტიდანაა დარჩენილი.
რაც შეეხება საბიუჯეტო მონაცემებს ჩაშლილად, ამ ეტაპზე დახარჯული 8 880 000 ლარიდან პერსონალისთვის გადახდილმა ხელფასებმა 6,1 მილიონი ლარი შეადგინა, სადეზინფექციო საშუალებებისთვის გათვალისწინებულმა თანხამ – 80 ათასი ლარი და სხვა ხარჯებმა (სამედიცინო ნიღბები, დამცავი ბარიერები, დაცვის პოლიციის მომსახურება, კომპიუტერიული ქსელების გამართვა, ვიდეო კამერების მონტაჟი და ა.შ.) 2,7 მილიონი ლარი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პანდემიის გამო დაქირავებული პერსონალის რაოდენობა არ გაზრდილა.
ცნობისთვის, გასული 2019 წლის გამოცდები, ჯამში, 9,4 მილიონი ლარი დაჯდა.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება