2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის ფორმა №100 წარდგენის ვადა გახანგრძლივდა
2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გაახანგრძლივა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის აპლიკანტებს ევალებათ.
იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაზე აპლიკანტები საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას და რეგისტრაციისას მონიშნული აქვთ (ან მონიშნავენ) შესაბამისი გრაფა, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ ცნობა (ფორმა №100) 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1-ლ ივნისის 18:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე იწურება.
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება