2020 წლის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია ცნობილია
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია უკვე ცნობილია.
გამოაქვეყნდა 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია
შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხა ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებული იყო 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაეწერა განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურდა გრანტის მიღება. თუ მაგისტრანტმა არ წარადგინა განაცხადი ცენტრში, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდა ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
ცნობისთვის, აღნიშნული გამოცდაზე წელს 11 000 ათასზე მეტი მაგისტრობის მსურველი გავიდა, მათგან გამოცდა წარმატებით 9005-მა აპლიკანტმა ჩააბარა.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი