2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები უცხოურ ენებში, ისტ-სა და ქართულში, როგორც მეორე ენაში ცნობილია
2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები კიდევ რამდენიმე საგანში გამოქვეყნდა. ცნობილია შედეგები შემდეგ საგნებში: უცხოური ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შედეგებთან ერთად ასევე ცნობილი გახდა რა კრიტერიუმებით შეფასდა თითოეულ საგანში ნაშრომი.
იხილეთ შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 21 აგვისტოდან მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება